ევროკავშირიდან თხილის გარდა, ჩირს და სხვა პროდუქტებსაც გვიბრუნებენ – ექსპერტი

გაეროს ექსპერტი ხათუნა ახალაია აცხადებს, რომ ექსპორტისთვის გამზადებული ქართული პროდუქცია ადგილზე სათანადოდ არ მოწმდება, რის გამოც, ევროკავშირიდან თხილს, ჩირსა და სხვა პროდუქტებს უკან აბრუნებენ.

​როგორც ხათუნა ახალაიამ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, თხილი, ერთ-ერთი სტრატეგიული კულტურაა საქართველოსთვის და ძალიან მნიშვნელოვანია მის ხარისხთან დაკავშირებული პრობლემების ჯეროვნად შესწავლა, სანამ მას ბაზარზე გაიტანენ.

“ეს პრობლემა ახალი არ არის. ის 2013-14 წლებშიც არსებობდა. მაგრამ ის გამწვავდა მას შემდეგ, რაც 2018 წლის თებერვალში ევროკავშირმა გაამკაცრა ევროკავშირის გარეთ დამზადებულ პროდუქციაზე კონტროლი. 2018 წლის თებერვლის შემდეგ, ეს პირველი ეტაპია, როდესაც საზღვარზე დახვდათ გამკაცრებული რეჟიმი, თუმცა აფლატოქსინის შემთხვევა პირველი არ არის და არ არის მარტო თხილში, ის არის ჩირშიც და სხვა სასოფლო სამეურნეო პროდუქციაში. აუცილებლად გასაკონტროლებელია ტენიანობა, რათა აფლატოქსინი არ აღემატებოდეს დასაშვებ დოზას. ​სამწუხაროა, რომ ფერმერებმა, რომლებსაც თხილი უკან დაუბრუნდათ, ფინანსურად იზარალეს. ისედაც ძალიან ცუდი ხარისხის თხილზე, ტრანსპორტირება კიდევ უფრო უარყოფითად მოქმედებს”, – აცხადებს ხათუნა ახალაია.

მისივე თქმით, ​აფლატოქსნილი არის საკმაოდ მავნებელი მირკობიოლოგიური ელემენტი, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს მრავალი დაავადებები, მათ შორის სიმსივნური. 5 10 ppm -ის შემცველობა პროდუქციაში არის დაშვებული ზღვარი. აფლატოქსინი პროდუქციაში ხარშვის შემთხვევაშიც არ კვდება. ის ვრცელდება გადამუშავებულ თხილშიც.

​​”როგორც ტოქსიკოლოგები განმარტავენ, საკმაოდ მწვავე ინტოქსიკაცია შეუძლია ამ ნივთიერებას. ​ძალიან ხშირად ფერმერები ქიმიურ ნივთიერებებს მოსავლის აღებამდე მოკლე დროში იყენებენ. არ იცავენ ლოდინის პერიოდს. აქედან გამომდინარე ნარჩენი დოზა მატულობს პროდუქციაში, ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, როდესაც ქართული პროდუქცია საფრანგეთიდან და ლონდონიდან უკან დააბრუნეს. მწარმოებლები, რომლებიც არიან ამ სფეროში, აუცილებლად უნდა ჰქონდეს შიდა კონტროლის მექანიზმი”, – აცხადებს ხათუნა ახალაია.

მისივე ინფორმაციით, როდესაც 2014 წელს ევროკავშირმა აიღო ვალდებულება, რომ გაამარტივებდა  ურთიერთობას ევროპის მეზობლად მდებარე ქვეყნებთან და იმავე დროს, გამკაცრდებოდა რეგულაციები.

 

მსგავსი თემები