“დღეს ჩვენ ეკლესია აღარ გვაქვს, ესაა ფინანსურ-მაფიოზური კარტელი” – დეკანოზი ილია ჭიღლაძე

დეკანოზი ილია ჭიღლაძე, ბოდბელი ეპისკოპოსის, იაკობის ბრალდებებზე ამბობს, რომ სრული პასუხისმგებლობა შექმნილ ვითარებაზე კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს ენიჭება.

დეკანოზის თქმით, დღეს ჩვენ ეკლესია აღარ გვაქვს, ესაა ფინანსურ-მაფიოზური კარტელი.

“შოკირებული ვარ მეუფე იაკობის ინტერვიუს მოსმენით. ასეთ ეკლესიაში გაჩერება სულ უფრო აუტანელი და სამარცხვინო ხდება. სრული პასუხისმგებლობა შექმნილ ვითარებაზე, რა თქმა უნდა, ენიჭება ეკლესიის მეთაურს, ანუ კათოლიკოს-პატრიარქს, გამომდინარე იმ მახინჯი საკადრო პოლიტიკიდან, რასაც წლების მანძილზე ახორციელებდა და რის გამოც დღეს ამ დღეში აღმოვჩნდით. დღეს ჩვენ ეკლესია აღარ გვაქვს, ესაა ფინანსურ-მაფიოზური კარტელი”, – წერს დეკანოზი სოციალურ ქსელში.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის ქორეპისკოპოსი იაკობის განცხადებით, ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, სუს-ის ყოფილი უფროსი, ვახტანგ გომელაური და ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, გიორგი გახარია მას პატრიარქის გადაყენებაში დახმარებას სთხოვდნენ. 

https://mcm.ge/ივანიშვილის-დავალებით-პ/

მსგავსი თემები