“დღეს ჩატარებული 10 ტესტიდან კორონავირუსზე ყველა პასუხი უარყოფითია” – მარინა ეზუგბაია

“10-მა პაციენტმა ჩაიტარა ტესტი, მაგრამ ყველა უარყოფითი იყო”, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

„დილის შემდეგ, ჯერჯერობით მონაცემები არ შეცვლილა. დადასტურებულია 73 პაციენტი, აქედან 32 არის ჩვენი პაციენტი, გაწერილია 10 პირი. ანუ ჩვენს ცენტრში მკურნალობს 32 პაციენტი. 73 პირიდან 31 პაციენტი არის ხუთ სხვა „კოვიდის“ მიმღებ დაწესებულებაში. არსებული სიტუაციით, დილის მონაცემებით 10-მა პაციენტმა ჩაიტარა ტესტირება და ახალ პაციენტებთან ყველასთან პასუხი იყო უარყოფით. ასევე უარყოფითია სამი ძველი პაციენტის პირველადი ტესტირება, ანუ გამოჯანმრთელებისთვის ჩატარებული ტესტირება“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

რაც შეეხება პაციენტს, რომელსაც სეფსისი აქვს, ამის შესახებ მარინა ეზუგბაიამ აღნიშნა, რომ  სეფსისი არის დაავადების ერთ-ერთი პროგრესის მაჩვენებელი, ისევე როგორც პნევმონია. 

“თუ პროცესი მართული იქნება და არ მოხდება მდგომარეობის დამძიმება, მაშინ შიძლება ვთქვათ, რომ ასეთი პაციენტების მდგომარეობა სტაბილური იქნება,” – მარინა ეზუგბაიამ.

მსგავსი თემები

One Thought to ““დღეს ჩატარებული 10 ტესტიდან კორონავირუსზე ყველა პასუხი უარყოფითია” – მარინა ეზუგბაია”

  1. https://www.moneo.sk

    This is very interesting, You are a very skilled blogger. I have joined your feed and look forward to seeking more of your magnificent post. Also, I ave shared your web site in my social networks!