„დღემდე გვაქვს ინფიცირების მხოლოდ ერთი შემთხვევა“ – ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი (ვიდეო)

ადამიანი, რომელიც დაინფიცირდა ჩვენთან, იყო ნარკოდამოკიდებული, – ამის შესახებ ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის დირექტორმა ლაშა კილაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა.

კილაძის ინფორმაციით 9600 ადამიანიდან მათ ცენტრში რეგისტრირებულ პირთა შორის, მხოლოდ ერთ ადამიანს დაუდასტურდა კორონავირუსი.

„დღემდე გვაქვს მხოლოდ ერთი ინფიცირების შემთხვევა ჩვენს ბენეფიციარებში, ეს ადამიანი ჩამოვიდა უცხოეთიდან და ჩვენთან მოხვდა საკარანტინე სივრციდან, თუმცა მინდა ავღნიშნო, რომ ის უკვე გამოჯანმრთელდა და გაეწერა ჩვენი ცენტრიდან“ – განაცხადა ლაშა კილაძემ „მედიაცენტრ მთავარში.“

კილაძე ასევე განმარტავს, რომ აგრესიის მომატება ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონდე პაციენტებში, კორონავირუსის და იზოლაციის ფონზე არ მომატებულა, მისივე ინფორმაციით მედიკამენეტით უზრუნველყოფილია ცენტრში ფიქსირებული ყველა პაციენტი.

„ყველა თანამშრომელი, სამედიცინო პერსონალი, უზრუნველყოფილი გვყავს ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით. დავნერგეთ ონლაინ და ტელე სერვისები, ასევე ვახორციელებთ ორი ყველაზე აქტუალური თავშესაფრის ონლაინ კონსულტაციებს, მედიკამენტების გაცემა კი მოხდა იზოლაციამდე.

ფსიქიატრიულ პაციენტებს გადაეცათ მედიკამენტების ორი ულუფა. მე ვერ ვიტყოდი, რომ აგრესიის კუთხით რაიმე განსაკუთრებული აფეთქება გვაქვს, ამ მხრივ ვითარება სტაბილურია, საგულისხმოა, რომ ეს მდგომარეობა ხშირ შემთხვევაში მძიმე აღმოჩნდა იმ ადამიანებისთვის, ვინც მიჩვეულები არიან აქტიურ ცხოვრებას, ეს ეხება განსაკუთრებით სამედიცინო პერსონალს, რომლებიც ორმაგი სტრესის ქვეშ იმყოფებიან და მათთვის სპეციალურად დაემატა ერთი საკონსულტაციო ველი“ – განაცხადა ლაშა კილაძემ „მედიაცენტრ მთავარში.“

მედიაცენტრ მთავარისმასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება

მსგავსი თემები