დღეიდან, ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდა

კოტე აფხაზისა და მიმდებარე ქუჩებზე, დღეიდან ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდა. 

თბილისის მერის, კახა კალაძეს განცხადებით,  ზონალურ-საათობრივი პარკირება მომდევნო თვეებში  თბილისის სხვა რაიონების კონკრეტულ ქუჩებზეც ამოქმედდება. 

„კოტე აფხაზის ქუჩაზე ამოქმედებულ ახალ სატრანსპორტო პოლიტიკას უშუალო კურირებას თბილისის სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომლები გაუწევენ.  ისინი ყველაფერს აუხსნიან მოქალაქეებს, რომლებსაც სურთ, აქ ავტომანქანა გააჩერონ. გადახდის წესები მარტივია. ტელეფონის აპლიკაციის მეშვეობითაა შესაძლებელი როგორც გადახდა, ასევე  ზონის შერჩევა და 15-წუთიანი უფასო პარკინგით სარგებლობა. გარდა ამისა, გადახდა შესაძლებელია სწრაფი გადახდის აპარატების მეშვეობითაც, რომლითაც ჩვენ კომუნალურ გადასახადებს ვიხდით,” – განაცხადა კახა კალაძემ

მისი თქმით, ადგილობრივი მოსახლეობისთვის პარკირება უფასო იქნება: “მათ უნდა დაარეგისტრირონ თავიანთი ავტომანქანები, ამის შემდეგ კი ყოველგვარი გადასახადის გარეშე შეძლებენ მათ გაჩერებას”.

მსგავსი თემები