დღეიდან ევროკავშირი საქართველოს საზღვრებს გაუხსნის

დღეიდან ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები მესამე ქვეყნების მოქალაქეებს საზღვრებს გაუხსნის. შეზღუდვა უქმდება საქართველოსთვისაც, რომელიც ევროკავშირმა უსაფრთხოდ აღიარა.

„ევროკავშირის წევრი ქვეყნები უახლოეს დღეებში დაიწყებენ უსაფრთხო სიაში მყოფ ქვეყნებთან შესაბამისი კრიტერიუმების დალაგებას, იმისთვის, რომ ფრთხილად მოხდეს მოქალაქეების გადაადგილება როგორც ერთი, ისე მეორე მიმართულებით“, – აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი.

საქართველოს გარდა, ევროკავშირი კორონავირუსის პანდემიის გამო მარტში დაკეტილ საზღვრებს უხსნის ალჟირს, ავსტრალიას, კანადას, იაპონიას, მონტენეგროს, მაროკოს, ახალ ზელანდიას, რუანდას, სერბეთს, სამხრეთ კორეას, ტაილანდს, ტუნისსა და ურუგვაის.

საქართველოს მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის თანახმად, საქართველოს უცხოელი ტურისტების მიღება 1-ლი ივლისიდან უნდა განეახლებინა. თუმცა გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ რეგულარული ავიამიმოსვლა 1-ელ აგვისტომდე გადაიდო. ამის მიზეზად, საქართველოს მთავრობა რიგ ქვეყნებში ეპიდსიტუაციის გაუარესებას ასახელებს.

მსგავსი თემები