„დღევანდელ დღეს ჰყავს ერთადერთი დამარცხებული, ესაა კრიმინალური, დესტრუქციული ოპოზიცია“ – ირაკლი კობახიძე

„საზოგადოება მიჩვეულია, იმას, რომ სადაც მარცხდება „ნაციონალური მოძრაობა“ იმარჯვებს დემოკრატია“, – ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

კობახიძე საკონსტიტუციო ცვლილებებს გამოეხმაურა, მან მადლობა გადაუხადა დიპლომატიურ კორპუსს და აღნიშნა, რომ 8 მარტის შეთანხმება შესრულებულია.

„შესრულდა რვა მარტის შეთანხმება, ეს დღე არის ჩვენი სახელმწიფოს გამარჯვება, ასევე ჩვენი ფასილიტატორი ელჩების გამარჯვება. ჩვენ მადლობა უნდა გადავუხადოთ აშშ – ს ელჩს, მადლობა ევროკავშირის ელჩს, გერმანიის ელჩს, რომელიც ოპოზიციის შეურაცხყოფის ობიექტი გახდა. ეს დღე არის „ქართული ოცნების“ გამარჯვებაც.

დღევანდელ დღეს ჰყავს ერთადერთი დამარცხებული, ესაა რადიკალური, დესტრუქციული, კრიმინალური ოპოზიცია, რომელმაც ჩაშალა 8 მარტის შეთანხმება და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ არის ანტისახელმწიფოებრივი ორგანიზაცია. საზოგადოება მიჩვეულია უკვე, რომ სადაც მარცხდება „ნაციონალური მოძრაობა“ იმარჯვებს „ქართული დემოკრატია.

„ქართული ოცნების“ სახელით მადლობას ვუხდით ყველა იმ პარლამენტარს, ვინც მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებებს, ასევე ჩვენს მეგობარ ელჩებს და საერთაშორისო პარტნიორებს.“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი თემები