დონალდ ტრამპმა შესაძლოა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას დაფინანსება ნაწილობრივ აღუდგინოს

ტრამპის ადმინისტრაცია მზად არის განაახლოს თანამშრომლობა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან, მას შემდეგ რაც ერთი თვის წინ ორგანიზაციას დაფინანსება სრულად შეუწყვიტა. 

„ფოქსნიუსის“ ინფორმაციით, 5-გვერდიან წერილში, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორის, ტედროს აბჰანომ გებრესუსისთვის არის განკუთვნილი, ადმინისტრაცია აცხადებს, რომ მზად არის გადაიხადოს იმდენი, რამდენსაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას ჩინეთი უხდის.

გამოცემის ინფორმაციით, წერილში პრეზიდენტი ტრამპი ამბობს, რომ მიუხედავად ბევრი ნაკლოვანებისა, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას დიდი პოტენციალი აქვს და სურს, ეს პოტენციალი ორგანიზაციამ ბოლომდე გამოიყენოს, განსაკუთრებით გლობალური პანდემიის პერიოდში.

სავარაუდოდ, წერილში ასევე ნათქვამია, რომ ადმინიტრაციის აზრით, ჩინეთს დიდი ვალი აქვს მთელი მსოფლიოს წინაშე და ამ ვალის გასტუმრება შეუძლია, ჯანდაცვის ორგანიზაციისთვის დაფინანსებით დაიწყოს.

დაფინანსების შეწყვეტამდე, აშშ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას წელიწადში 400 მილიონი დოლარით აფინანსებდა. „ფოქსნიუსის“ მიერ მოპოვებული დოკუმენტში არსებული ინფორმაციით კი, ახალი შეთანხმებით აშშ საკუთარ დაფინანსებას დაახლოებით ათჯერ შეამცირებს. წერილში ასევე ნათქვამია, აშშ მხოლოდ იმ შემთხვევაში გაზრდის დაფინანსებას, თუ ამას ჩინეთიც გააკეთებს.

მსგავსი თემები