დონალდ ტრამპმა, ჟურნალისტთან კონფლიქტის გამო, ბრიფინგი დატოვა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, ახალი კორონავირუსის შესახებ საუბრის დროს, ჟურნალისტთან კონფლიქტის გამო, ბრიფინგი დატოვა.

სატელევიზიო არხი CBS-ის თანამშრომელმა ჰკითხა ტრამპს, თუ რატომ არის ის მუდმივად ფოკუსირებული სხვა ქვეყნებთან აშშ-ის მეტოქეობაზე კორონავირუსის ტესტების რაოდენობის თვალსაზირისთ, ნაცვლად იმისა, რომ ყურადღება მიაქციოს ქვეყნის შიგნით არსებულ ვითარებას, სადაც ხალხი კვდება.

“ხალხი კვდება მთელ მსოფლიოში. ალბათ ეს არის შეკითხვა, რომელიც უნდა დაუსვათ ჩინეთს. არ მკითხოთ. ჰკითხეთ ჩინეთს. თუ მათ ჰკითხავთ, შესაძლოა მიიღოთ ძალიან უჩვეულო პასუხი.” – უპასუხა ამერიკის ლიდერმა მის ამ შეკითხვას.

Washington Post- მა და რამდენიმე სხვა მედიასაშუალებამ მოგვიანებით გაამახვილა ყურადღება იმ ფაქტზე, რომ ტრამპმა ეს სიტყვები აზიური წარმოშობის ჟურნალისტს უთხრა.

მსგავსი თემები