დიმიტრი ხუნდაძე პარლამენტის სხდომათა დარბაზში მანამ არ შევა, სანამ იქ რუსი დეპუტატი იქნება – საგანგებო განცხადება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრ, დიმიტრი ხუნდაძესთვის, კატეგორიულად მიუღებელია ოკუპანტი სახელმწიფოს წარმომადგენლის მხრიდან, საქართველოს ტრიბუნიდან საუბარი. დიმიტრი ხუნდაძე, პროტესტის ნიშნად, პარლამენტის სხდომათა დარბაზში არ შევიდა. პროტესტი კი, ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატის მიმართ გამოხატა, რომელმაც საქართველოს პარლამენტის სავარძელი მოირგო.

როგორც დიმიტრი ხუნდაძემ “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადა, შეუძლებელია ოკუპანტი ქვეყნის დელეგაციის წევრი, მის მიერ ოკუპირებულ ქვეყანას, საქართველოს საპარლამენტო ტრიბუნიდან მართლმადიდებლობასა და სამართლიანობაზე ესაუბრებოდეს.

“ჩემთვის მისაღები იყო მართლმადიდებლური საპარლამენტო ასამბლეის ჩატარება და კმაყოფილი ვიყავი გუშინდელი დღით, რადგან პარლამენტის თავმჯდომარეს ჰქონდა მნიშვნელოვანი აქცენტები გაკეთებული. მისაღები იყო ყველფერი, მანამ სანამ საქართველოს საპარლამენტო ტრიბუნას, რუსეთის წარმომადგენელი დაიკავებდა. პარლამენტის სხდომათა დარბაზში მანამ არ შევალ, სანამ იქ რუსი დეპუტატი იქნება. მისაღებია, რომ ჩვენ ვიყენებდეთ ტრიბუნას და არა ოკუპანტი რუსეთის წარმომადგენელი,”- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ “მედიაცენტრ მთავართან”. 

მსგავსი თემები