დიდ დიღომში სკვერი განახლდა

დიდი დიღმის მე-3 მიკრორაიონში, N34, N35 და N36 კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერის რეაბილიტაცია განხორციელდა. ინფრასტრუქტურული სამუშაოები 1 800 კვადრატულ მეტრ ფართობზე ჩატარდა.

აღნიშნულ ტერიტორიაზე ორი გასართობი მოედანი განთავსდა, სადაც ატრაქციონები დამონტაჟდა. სკვერში საფეხმავლო ბილიკი მოეწყო, დამონტაჟდა ლამპიონები, განთავსდა საპარკე სკამები და  ტერიტორია ხის ღობით შემოისაზღვრა.

განახლებული სკვერი საბურთალოს რაიონის გამგებელმა, გაიოზ ვასაძემ და საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა, ავთანდილ ცინცაძემ დაათვალიერეს.

„რეკრეაციული სივრცეების მოწესრიგება ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მიმდინარე წელს უკვე 20 სკვერს ჩაუტარდა რეაბილიტაცია. ამჟამად, სამუშაოები ხუთ მისამართზე მიმდინარეობს. აღნიშნული სკვერით ძალიან ბევრი ადამიანი სარგებლობს, რომლებიც უკვე შეძლებენ კომფორტულ და კეთილმოწყობილ სივრცეში გართობას და დასვენებას“, – განაცხადა გაიოზ ვასაძემ.

სამუშაოები, რომლისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 122 437 ლარი დაიხარჯა, კომპანია „ტაომ“ შეასრულა.

მსგავსი თემები