დიდ დიღომსა და ვარკეთილში მულტიფუნქციური ცენტრი აშენდება

თბილისის გარეუბნებში, დიდ დიღომსა და ვარკეთილში, 2019-2020 წლებში, ახალი მულტიფუნქციური კომპლექსი აშენდება. მულტიფუნქციური ცენტრებში თავმოყრილი იქნება სპორტის ყველა სახეობა. განთავსდება ფეხბურთის მინი მოედნები, საკალათბურთო მოედნები, საცურაო აუზები, მედიათეკა, კაფეები, ბიბლიოთეკები. დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, საზოგადოება ადგილზე ყველანაირი სერვისით ისარგებლებს.

“ჩემი წინასაარჩევნო დაპირება იყო მულტიფუნქციური კომპლექსების აშენება სხვადასხვა რაიონებში და ჩვენ, რა თქმა უნდა, მას აუცილებლად შევასრულებთ. ჩვენთვის მთავარია მასობრიობა, რათა სპორტით რაც შეიძლება მეტი ადამიანი დაკავდეს. შესაბამისად, ფასებიც მისაღები იქნება, რათა ყველამ ისარგებლოს ამ კომპლექსით”, – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ 2019 წელს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების პრეზენტაციაზე.

​მისივე ინფორმაციით, თითოეული მულტიფუნქციური კოპლექსისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 12 მილიონი ლარი დაიხარჯება.

მსგავსი თემები