დეპუტატი ანრი ოხანაშვილი პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფება

საქართველოს პარლამენტის წევრი, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ბორჯომში, პოლიციის განყოფილებაში იმყოფება. მისი დაკითხვა ბაკურიანში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს.

ფაქტი დღეს მოდა, როცა დეპუტატი ერთ-ერთ სასტუმროში ოჯახთან ერთად ვახშმობდა. მისთვის უცნობმა პირმა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება  სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით დაიწყო.

უწყების ინფორმაციით, პირი, რომელმაც დეპუტატს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, დაკავებულია. ის, წარსულში ნასამართლევი ვახტანგ რობაქიძეა.

მსგავსი თემები