შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით შეკრებილი აქციის მონაწილეები თავისუფლების მოედნიდან მსვლელობით პარლამენტის შენობასთან მივიდნენ.
“გახარია წადი”, “რუსეთი ოკუპანტია”, “საქართველოს გაუმარჯოს” – დემონსტრანტებმა „თავისუფლების მარში“ ამ შეძახილებით მოაწყვეს.
დღეს პროტესტის მეათე დღეს. მომიტინგებს სამი ძირითადი მოთხოვნა ჰქონდათ: საარჩევნო სისტემის შეცვლა, 21 ივნისის დროს აქციაზე დაკავებულების გათავისუფლება და შს მინისტრის გადადგომა.
აღნიშნული ორი მოთხოვნა დაკმაყოფილებულია, ხოლო შს მინისტრის გადადგომის მოთხოვნა, ამ დრომდე ძალაშია.