დელფინების გამორიყვის ფაქტებთან დაკავშირებით კვლევები მიმდინარეობს

გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ შავი ზღვის სანაპირო ზოლში დელფინების გამორიყვის ფაქტებთან დაკავშირებით კომპლექსური კვლევები მიმდინარეობს.

გამორიყულ დელფინებს, ძირითადად, მექანიკური დაზიანებები აღენიშნებათ, რაც წყლის სატრანსპორტო საშუალებებით დაზიანების ან ბადეში გახლართვის შედეგი შეიძლება იყოს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, სანაპირო ზოლში ზღვის ძუძუმწოვრების გამორიყვის ფაქტები სხვა ქვეყნებშიც ფიქსირდება, რისი მიზეზიც მთელი რიგი ფაქტებია, მათ შორის ვირუსული დაავადებები და გარკვეული ტიპის დაბინძურებები.

სამინისტრო მოუწოდებს მოსახლეობას, მოერიდონ გამორიყულ ზღვის ძუძუმწოვართან კონტაქტს. მსგავსი ფაქტების დაფიქსირების შემთხვევაში, დარეკონ ცხელ ხაზზე (153).

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, კვლევების შედეგები უახლოეს მომავალში იქნება ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ, მკვდარი დელფინების გამორიყვის შემთხვევები, “მედიაცენტრმა მთავარმა” შავი ზღვის სანაპიროზე დააფიქსირა და ინფორმაციაც გაავრცელა.

მსგავსი თემები