„დედოფალი გალახულ მდგომარეობაში უხერხულია“ – „მეფის“ ადვოკატი

„მეფე დავითი“ დედოფლობაზე პრეტენზიის მქონე ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის რჩევას აძლევს და უთვლის, რომ მინიმუმ, დედოფლის შესაბამისად მაინც მოიქცეს. დავით ბაგრატიონ მუხრანბატონის პოზიცია მისი ინტერესების დამცველმა „მედიაცენტ მთავარში“ გააჟღერა.

„მთელი ეს პერიპეტიები, პოლიციაში განცხადებები და სირბილია, მიუღებელია. როცა ოჯახზე გაქვს ამბიცია, თან საქართველოს სამეფო ოჯახს წარმოადგენ და დედოფლობა გინდა, მინიმუმ, თავი შესაბამისად უნდა დაიჭირო და სტატუსის შესაბამისად მოიქცე“ – აღნიშნა ლევან ჩხეიძემ და დასძინა, რომ ანა ბაგრატიონ გრუზინსკი დაჩაგრული ქალის იმიჯის შექმნას ცდილობს.

„როცა ანამ „კარტი“ გაათამაშა, რომ თითქოს მასზე ძალადობა განხორციელდა, ამით ითამაშა ფემინისტურ წრეებზე, საზოგადოებაზე, რომ აი, დაჩაგრული ქალი შეურაცხყვეს. ამ ფორმით, ქალი მიიღებს სოლიდარობას და მხარდაჭერას, მაგრამ ადამიანი, რომელსაც გაქვს ამბიცია, რომ ხარ პრინცესა და მომავალში, გინდა გახდე საქართველოს დედოფალი, საქართველოს მოსახლეობის წინაშე გალახულ მდოგმარეობაში არ უნდა წარმოჩინდე. წარმოგიდგენიათ, სამეფო ოჯახის წარმომადგენელი მიდის პოლიციაში და ამბობს – მანქანის წილი მომეცით… გამლახეს… მიშველეთ… ჩემს სახელს უნებართვოთ ნუ იყენებთ. ეს ყველაფერი მისი სტატუსისთვის შეუსაბამოა. ვითომ ძალადობასთან დაკავშირებული ექსპერტიზის დასკვნაც კი, რომელსაც სასამართლოში აფრიალებდნენ. ეს იყო ძალიან დიდი შეცდომა და ამ პიარმა მოიტანა კონტრ-შედეგები“, – განაცხადა ლევან ჩხეიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

შეგახსენებთ, რომ დავით ბაგრატიონის წინააღმდეგ, ყოფილ მეუღლეზე ძალადობის ბრალდებით აღძრულია სს საქმე. თავდაპირველად, დავით ბაგრატიონი გამოკითხვაზე უარს აცხადებდა და ამბობდა რომ ძალოვან უწყებაში არ მივიდოდა. საქართველოში დაბრუნების შემდეგ კი პოზიცია შეიცვალა და სამართალდამცველებთან თანამშრომლობს.

მსგავსი თემები