დედაქალაქში საახალწლო განათებების სამონტაჟო სამუშაოების გამო, დღეს 00:00 საათიდან 3 დეკემბრის 07:00 საათამდე, მერაბ კოსტავას ქუჩის მონაკვეთი, თამარ ჭოველიძის ქუჩიდან – მეტროსადგურ „რუსთაველამდე“ გადაიკეტება.
სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფი“ ახორციელებს.
ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.