“და ჩვენ ვიცეკვეთ” – ფილმში მონაწილე არასრულწლოვანი ბავშვების მშობლები რეჟისორის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას გეგმავენ” – სანდრო ბრეგაძე

“ქართული მარშის” ლიდერის სანდრო ბრეგაძის ინფორმაციით, ლევან აკინის წინააღმდეგ შესაძლოა უახლოეს მომავალში პროკურატურაში საქმე აღიძრას.

ბრეგაძის თქმით, ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” რეჟისორის წინააღმდეგ ჩივილს იმ არასრულწლოვანი ბავშვების მშობლები აპირებენ, ვისი შვილებიც ფილმში მონაწილეობენ. სანდრო ბრეგაძის განცხადებით, მშობლებმა არ იცოდნენ, თუ რა შინაარსის ფილმში იღებდა აკინი ბავშვებს.

„დამიკავშირდნენ არასრულწლოვნების მშობლები. ზაფხულში ლევან აკინმა ​პატარა ბავშვები მოტყუებით წაიყვანა ქალაქგარეთ და გადაიღო ისინი გარკვეულ სცენებში, რომლებიც არის ამ ფილმში გამოყენებული. ბავშვები მოატყუა, რომ ის იღებდა რაღაც საბავშვო ფილმს ქართულ ცეკვაზე და ამის შემდეგ ეს ბავშვები გამოიყენა თავის პროპაგანდისტულ ფილმში. ეს მშობლები მზად არიან, პროკურატურაში შეიტანონ სარჩელი, უჩივლონ მას. ეს არის ბავშვთა უფლებების დარღვევა, რის გამოც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრება აუცილებლად ლევან აკინს და ფილმის მესვეურები ალბათ, დაპატიმრებულები იქნებიან. დღეს მელაპარაკა ერთი მშობელი, მან როგორც მითხრა ეს ეხება ხუთ-ექვს ბავშვს, კადრებიც გამომიგზავნა, სადაც მისი შვილია გადაღებული“, – განაცხადა ბრეგაძემ.

მსგავსი თემები

One Thought to ““და ჩვენ ვიცეკვეთ” – ფილმში მონაწილე არასრულწლოვანი ბავშვების მშობლები რეჟისორის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას გეგმავენ” – სანდრო ბრეგაძე”

  1. Этери Сурмава

    ბრავო! დიდება უფალს ! ციხეში აკინი! მადლობა უფალს ! ციხეც ცოტაა მისთვის. ის სიკვდილის ღირსია !!