დაძაბული საარჩევნო ბრძოლის შემდეგ, გილოცავთ პრეზიდენტად არჩევას – ვალტერ შტაინმაიერი

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ფრანკ- ვალტერ შტაინმაიერმა და საქართველოში გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა, საქართველოს ახლად არჩეულ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მისალოცი წერილი გამოუგზავნა.

 „დაძაბული საარჩევნო ბრძოლის შემდეგ, საქართველომ დემოკრატიული არჩევანი გააკეთა. გულითადად გილოცავთ ამ საპასუხისმგებლო პოსტზე არჩევას. გერმანია და საქართველო ისტორიულად მჭიდროდ და მეგობრულად არიან ერთმანეთთან დაკავშირებულნი. ჩვენ აღფრთოვანებული ვართ თვითმყოფადი ქართული კულტურითა და იმ მყარი ნებით, რომლითაც თქვენი ქვეყანა ევროპულ მომავალს აშენებს.

დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო თქვენი პრეზიდენტობის პერიოდში წარმატებით გააგრძელებს განვითარებას დემოკრატიული დასამართლებრივი სახელმწიფოებრიობის მიმართულებით. ამ გზაზე გერმანია თქვენი სანდრო და კარგი პარტნიორი იქნება. გისურვებთ წარმატებებს. თქვენ წინაშე არსებული ამოცანების შესრულებაში და მოხარული ვიქნები ახლო მომავალში ჩვენი შეხვედრით”, – ნათქვამია ოფიციალურ წერილში.

სალომე ზურაბიშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას მსოფლიოს სხვა ლიდერებიც ულოცავენ.

იტალიის პრეზიდენტი სერჯო მატარელა: მინდა, იტალიელი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით, გულითადად მოგილოცოთ საქართველოს პრეზიდენტად თქვენი არჩევა და გულწრფელად  გისურვოთ წარმატებები თქვენი მაღალი მისიის შესრულებისას.

საქართველოში ჩემი ამასწინდელი ოფიციალური ვიზიტის დროს, რომელიც დიდი სიამოვნებით მახსენდება, დავრწმუნდი, რომ საქართველოსა და იტალიას დიდი ხნის მჭიდრო მეგობრობა აკავშირებთ, რომელიც ხშირ  ინსტიტუციულ  კონტაქტებსა და მზარდ ნაყოფიერ კულტურულ და ეკონომიკურ ურთიერთობებს ეფუძნება.

ვიმედოვნებ, რომ თქვენი საპრეზიდენტო მანდატის განმავლობაში, თბილისსა და რომს შორის არსებული მჭიდრო კავშირი კიდევ უფრო გაღრმავდება და შეიძენს თანამშრომლობის ახალ პერსპექტივებს, როგორც ორმხრივ დონეზე, ასევე საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების უფრო ფართო ჭრილში.

ამ სურვილებით, კიდევ ერთხელ გულითადად გისურვებთ კეთილდღეობას თქვენ და მეგობარ ქართველ  ხალხს.

აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი: „ „მთელი გულით გილოცავთ საქართველოს პრეზიდენტად არჩევას. აზერბაიჯანს და საქართველოს ტრადიციულად მეგობრული და კეთილმეზობლური ურთიერთობა აკავშირებთ. მწამს, რომ ურთიერთნდობასა და მხარდაჭერაზე დაფუძნებული სტრატეგიული ურთიერთობა ჩვენს ქვეყნებს შორის კიდევ უფრო გაძლიერდება. ყველა სფეროში თანამშრომლობის განვითარებისთვის ძალისხმევას ჩავდებთ“.

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი: „ქალბატონო პრეზიდენტო, მსურს, მოგილოცოთ საფრანგეთისა და პირადად ჩემი სახელით საქართველოს მეთაურის პოსტზე არჩევა საარჩევნო პროცესის შედეგად, რომელმაც აჩვენა დემოკრატიული ღირებულებებისადმი ქართველი ხალხის ერთგულება. გულწრფელად გისურვებთ წარმატებას თქვენი მანდატის შესრულებისას. ვსარგებლობ შემთხვევით, რათა ხაზი გავუსვა ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების ხარისხსა და ხანგრძლივობას, რასაც თქვენ ასე უწყობდით ხელს როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. დარწმუნებული ვარ, ჩვენი კავშირები კიდევ უფრო გაძლიერდება. მსურს დაგარწმუნოთ საფრანგეთის სრულ მზადყოფნაში, გააგრძელოს მოქმედება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემით საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ვიმედოვნებთ, შეგხვდებით ჩვენი მომავალი კავშირების გასაძლიერებლად. გთხოვთ, მიიღოთ ჩემი პატივისცემა, ქალბატონო პრეზიდენტო“.

ესტონეთის პრეზიდენტი, კერსტი კალიულაიდი: „ ვულოცავ ქალბატონო სალომე საქართველოს პრეზიდენტად არჩევას. ველოდები ესტონეთსადა საქართველოს შორის საერთო ღირებულებებსა და ინტერესებზე დაფუძნებული შესანიშავი ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერებას“.

ლიეტუის პრეზიდენტი, დალია გრიბაუსკაიტე: “ვულოცავ საქართველოს არჩეულ პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს. ვუსურვებ წარმატებებს საკუთარი ქვეყნის და მისი მოქალაქეების დაცვაში”, – წერს გრიბაუსკაიტე “ტვიტერში”.

უკრაინის პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო: „ვულოცავ სალომე ზურაბიშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას. გისურვებთ წარმატებას საქართველოს დემოკრატიული ევროპული განვითარების უზრუნველყოფაში და საზოგადოების კონსოლიდაციაში. დარწმუნებული ვარ ჩვენს ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების გაგრძელებაში“.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილმა, დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა. მან ამომრჩეველთა ხმების 59, 52 პროცენტი მიიღო, რაც რაოდენობრივად 1 147 627 ხმაა.

მსგავსი თემები