“დარწმუნებული ვარ, ეს ფორუმი დაგეხმარებათ, ახლებურად გაიაზროთ ეს რეგიორნი და ქვეყანა” – გიორგი გახარია

“მიზნად გვაქვს დასახული, საქართველო ვაქციოთ რეგიონალურ სატრანსპორტო და ლოგისტიკის ცენტრად” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ “აბრეშუმის გზის ფორუმის” მონაწილე დელეგაციების პატივსაცემად გამართულ ოფიციალურ მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველო მნიშვნელოვან საინვესტიცვიო პოტენციალს ფლობს და მზარდია. მისი თქმით, მთავრობის მიზანია, ქვეყანაში ბევრი სამუშაო ადგილის შექმნა, ძლიერი საშუალო კლასი და მშვიდობა.

“ვიყენებთ ერთიან პოლიტიკას, ვამცირებთ სავაჭრო ბარიერებს. მთავრობის მიზანია, მეტი სამუშაო ადგილის შექმნა, ძლიერი საშუალო კლასის შენება, მშვიდობიანობის და სტაბილურობის უზრუნველყოფა. ჩვენ გთავაზობთ კაპიტალ დაბანდების, ვაჭრობისა და ინოვაციების უნიკალურ შესაძლებლობას, რაც ჩვენს გეოგრაფიულ ადგილმდებარეობას და ბიზნესისადმი კეთილ გარემოს ეფუძნება. საქართველო ამ რეგიონის კარიბჭეა. ჩვენი მიზანია ინტეგრაცია მოვახდინოთ არამხოლოთ აღმოსავლეთთან და დასავლეთთან, არამედ ჩრდილოეთთან და სამხრეთთანაც,” – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას.

გიორგი გახარიამ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ საქართველო, ბიზნესის კეთების სიმარტივით, მსოფლიოში მეექვსე ქვეყანაა. მისი თქმით, საქართველოსთვის “ახალი აბრეშუმის გზის” საინვესტიციო პოტენციალის რეალიზება, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

“ბიზნესისადმი კეთილ განწყობილი პოლიტკა, ძლიერი სავაჭრო ურთიერთობები და ხელსაყრელი ადგილმდებარეობა, განაპირობებს ქვეყნის გარდაქმნას ახალ რეგიონალურ ცენტრად. მსოფლიო ბანკის, ბიზნესის კეთების ინდექსით, საქართველო, მსოფლიოში მეექვსე ქვეყანაა ბიზნესის კეთების სიმარტივით. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია “ახალი აბრეშუმის გზის” საინვესტიციო პოტენციალის რეალიზება. ოდითგანვე აბრეშუმის გზაზე შემდგარი მოგზაურები, საქართველოში შემოდიოდნენ და ახალ სამყაროს აღმოაჩენდნენ. დარწმუნებული ვარ ეს ფორუმი დაგეხმარებათ, ახლებურად გაიაზროთ ეს რეგიონი და ეს ქვეყანა,” – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი თემები