“დანა გაღუნულია, ეს არ ნიშნავს, რომ დანამ პარამეტრები შეიცვალა” – ზაზა ალთუნაშვილი   

დამოუკიდებელი ექსპერტ – კრიმინალისტი ზაზა ალთუნაშვილი ხორავას ქუჩის საქმის დეტალებზე საუბრობს, კერძოდ დანაზე, როგორც მოკლული არასრულწლოვანის მამის განცხადებით, გაღუნულია.

​ექსპერტი არ გამორიცხავს, რომ დანა ექსპერიმენტების დროს გაღულუნულიყო, თუმცა ეს არ ცვლის მის პარამეტრებს,

“დანაზე ტარდება შესაბამისი გამოცდები, ექსპერტები, მისი პარამეტრებისა და სხვადასხვა დეტალების დასადგენად. მათ შორის ერთ-ერთი არის მისი სიმტკიცის დადგენა. სიმტკიცის დადგენის დროს შესაბამისი მოწყობილობის საშუალებით ხდება იმის დადგენა, თუ რამდენად შეესაბამება ეს დანა არსებულ სტანდარტს. ამას გარდა, მოკლულის მამამ აღნიშნა, რომ დანა არის გაღუნული და გაღუნვა გამოიწვია ექსპერიმენტების ჩატარებამ. დაშვებულია, როცა ექსპერტიზა ტარდება, ტარდება შესაბამისი ექსპერიმენტები. თუ დავუშვებთ, რომ დანა გაღუნულია, ეს არ ნიშნავს, რომ დანამ პარამეტრები შეიცვალა. დანის პარამეტრები არსებობს. აღნიშნული საქმის გამოძიებისთვის კი აუცილებელია დანის პარამეტრები და არა ის გაღუნულია თუ არა. მისი პირი, სიგრძე, სიგანე და სხვა ყველა ეს, გღუნულ დანასაც კი აქვს”, – აცხადებს ზაზა ალთუნაშვილი.

მსგავსი თემები