“დანაშაულთან ბრძოლა მარტო შსს-ს მოვალეობა არ არის”- შსს მინისტრი

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, დანაშაულთან ბრძოლა მხოლოდ შსს-ს საქმე არ არის და ეს ერთიანი ძალებით უნდა მოხდეს.

“ყველას გვესმის, რომ დანაშაულთან ბრძოლა არ არის მარტო შსს-ს მოვალეობა. მართლმსაჯულების ერთიანი სისტემა ეს არის პრინციპული მნიშვნელობის მქონე ინსტიტუცია სახელმწიფოში, რომელმაც ერთობლივად უნდა მოაგვაროს პრობლემა. ვგულისხმობ სასამართლოს, შსს-ს, პროკურატურას, სასჯელ აღსრულებას და ა.შ” – განაცხადა გიორგი გახარიამ პარლამენტში.

მინისტრი აცხადებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო და საქართველოს პოლიცია, სრულიად უზრუნველყოფს მართლწესრიგს ქვეყანაში: “თითოეულ ჩვენს მოქალაქეს აქვს საფუძველი, წყნარად, მშვიდად იზრუნოს და იშრომოს თავისი ოჯახის საკეთილდღეოდ. რამეთუ, შინაგან საქმეტა სამინისტრო და საქართველოს პოლიცია უზრუნველყოფს მართლწესრიგს ამ ქვეყანაში,” – განაცხადა შსს-ს მინისტრმა.

მსგავსი თემები