“დანაპირები ძალაში რჩება და 1-ლი ივლისიდან პენსიები გაიზრდება” – ირაკლი კოვზანაძე

“ძალაში დარჩა სახელმწიფო ბიუჯეტში ჩადებული ცვლილება და 1-ლი ივლისიდან 30 ლარით იზრდება პენსიები 70 წელს გადაცილებული პენსიონერებისთვის და მათთვის პენსია 250 ლარი ხდება”, – ამის შესახებ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ განაცხადა.

„პენსია ყველასთვის არის 220 ლარი, მაღალმთიანი რეგიონების მოსახლეობისთვის უფრო მაღალი კოეფიციენტით არის პენსია გაზრდილი. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ბიუჯეტში ყოველდღიურად განვიცდით დანაკლისს, ძალაში დარჩა სახელმწიფო ბიუჯეტში ჩადებული ცვლილება, რომ 1-ლი ივლისიდან 30 ლარით იზრდება პენსიები 70 წელს გადაცილებული პენსიონერებისთვის და მათთვის პენსია 250 ლარი ხდება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. უკვე 1-ლი აპრილიდან ჩვენ ეკონომიკური პრობლემები უკვე დაწყებული გვაქვს და მაისში ეს აშკარად მოჩანს, ყოველ შემთხვევაში ჩემთვის, როგორც კომიტეტის თავმჯდომარისთვის, რომელიც ყოველდღიურად ვხედავ იმ დანაკლისს, რაც ჩვენ ბიუჯეტში გვაქვს, მაგრამ ეს პენსიების გაზრდაზე არ აისახება, დანაპირები ძალაში რჩება და 1-ლი ივლისიდან პენსიები გაიზრდება. 2020 წლის ბიუჯეტი რომ დავამტკიცეთ, ეს ცვლილება ჩადებული გვქონდა“ – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ

მსგავსი თემები