„დამირეკეს და მითხრეს, რომ უცხოელი ქართულ ცეკვებზე ფილმს იღებდა“ – როგორც მოხვდნენ ბავშვები აკინის ფილმში (ვიდეო)

რეჟისორი ლევან აკინი და ოსკარზე წარდგენილი ფილმის შემოქმედებითი გუნდი სკანდალში ეხვევა. იმ ბავშვების მშობლები, რომელთა არასრულწლოვანი შვილები „გეი სიყვარულზე“ გადაღებულ ფილმში გადაიღეს, ფილმის – „და ჩვენ ვიცეკვეთ“, შემოქმედებითი გუნდის წინააღმდეგ სს საქმის აღძვრას და რეჟისორის დაპატიმრებას ითხოვენ.   

როგორც საბავშვო თეატრის „მეორე სახლი 2“ დირექტორმა ნინო მესხმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა, მან ფილმის შინაარსის შესახებ არაფერი იცოდა და მშობლებისა და ოჯახის წინაშე საკუთარ პასუხისმგებლობასაც იღებს.

„ჩვენ თეატრში ბავშვები თამაშობენ სპექტაკლებს. ჩვეულებრივი რეჟიმია, როდესაც ფილმი ან რეკლამაა გადასაღები, გვირეკავენ და გვეუბნებიან, რომ ბავშვები სჭირდებათ. გვიან ღამით დამირეკა ვიღაცამ ფილმის რეჟისურიდან, ზუსტად ვინ იყო –  ასისტენტი, პროდიუსერი თუ ვინ, არ ვიცი. მითხრა, რომ უცხოელი იღებს ფილმს და სჭირდებოდა ორი ბავშვი, რომელმაც ცეკვა იცოდა და ვიზუალურადაც ლამაზები იყვნენ. ღამე დამირეკეს,  დილით  კი ბავშვები გადაღებაზე უნდა ყოფილიყვნენ. მე მათ მშობლების ნომერი მივეცი და მათთან დავაკავშირე“ – განაცხადა ნინო მესხმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ სპეციალურ პრესკონფერენციაზე.

როგორც მან განმარტა, როგორც აუხსნეს, ფილმი ქართულ ტრადიციებზე უნდა იქნებოდა.

„ვიცოდით, რომ ფილმი ქართულ-ტრადიციებზე და ტრადიციულ ცეკვებზე უნდა ყოფილიყო. ვერც წარმოვიდგენდი, რომ ცეკვა დაკავშირებული იყო „ამ თემასთან“. ფილმის სახელიც კი არ ვიცოდი. ტელეფონის საშუალებით ხდებოდა კონტაქტი და ურთიერთობა დამთავრდა იმით, რომ მივეცი მშობლების ნომერი. როდესაც გადაღება ასეთ სენსატიურ თემას ეხება, მინიმუმ, საქმის კურსში უნდა ჩაგვაყენონ. ეს ისეთი თემაა, რომელიც ძალიან მტკივნეულია, განსაკუთრებით მოზარდებისთვის. ვალდებულები იყვნენ, ერთი ფრაზით მაინც გვცოდნოდა რას შეეხებოდა ეს ფილმი. ვიღაც დათანხმდებოდა, ვიღაც – არა. ვთვლი რომ მშობლები მაინც უნდა ჩაეყენებინათ საქმის კურსში“ – განაცხადა „მედიაცენტრ მთავარში“ თეატრალური სტუდიის დირექტორმა.  

ნინო მესხი, მომხდართან დაკავშირებით, ნაწილობრივ, პასუხისმგებლობას საკუთარ თავზეც იღებს და ამბობს, რომ ეს მისთვის მწარე გაკვეთილი იქნება: „ჩემი პასუხისმგებლობა იქ იწყება, რომ როდესაც დამიკავშირდებიან და მთხოვენ, რომ გადაღებისთვის ბავშვები სჭირდებათ, ჩავეძიები. ვერც კი ვიფიქრებდი და წარმოვიდგენდი, რომ ამ სიტუაციაში ჩავვარდებოდი, აქ იწყება ჩემი პასუხისმგებლობა. საქმის კურსში უნდა ვყოფილიყავი“.

შეგახსენებთ, რომ არასრულწლოვნების მშობლებმა, რომელთა შვილებიც ფილმში „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ცეკვის ეპიზოდში მონაწილეობენ „მედიაცენტრ მთავარში“ საგანგებო განცხადება გააკეთეს. როგორც ისინი აცხადებენ, ბავშვები ფილმში მოტყუებით გადაიღეს და  ს.ს. საქმის აღძვრას ითხოვენ.   

მსგავსი თემები