დავით ჭიჭინაძე პრემიერ-მინისტრს მიმართავს და ურჩევს, სახლში წავიდეს

აღნიშნული რჩევა, დავით ჭიჭინაძემ პარლამენტის ტრიბუნიდან გააჟღერა, სადაც საქართველოს პრემიერ მინისტრს მამუკა ბახტაძეს ინტერპელაციის წესით უსმენენ.

„მე მინდა კითხვა დავსვა რიტორიკულად – როდის დატოვებს თანამდებობას? დაისვენოს თვითონ, დაასვენოს ქვეყანა, დაასვენოს ხალხი. ვფიქრობ, რომ რასაც ეს ადამიანი აკეთებს, მხოლოდ და მხოლოდ ფიქტიური ფუნქციაა. პარლამენტში ფიქტიურად მოდის, ტელევიზიაშიც ფიქტიურად გამოდის და ქვეყანას დღეს ეტყობა, რომ არ ჰყავს პრემიერ-მინისტრი“ – აღნიშნა დავით ჭიჭინაძემ.

მსგავსი თემები