დავით ჭიჭინაძე, მოსამართლეთა დამტკიცებაში, მონაწილეობას არ მიიღებს

დამოუკიდებელი დეპუტატის, დავით ჭიჭინაძის განცხადებით, შესაძლოა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატთა სიის ნაწილი, პარლამენტმა დაამტკიცოს, ხოლო ნაწილი მომავალ პარლამენტს დაუტოვოს დასამტკიცებლად.

როგორც დავით ჭიჭინაძემ, “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ის არ მიიღებს მონაწილეობას, მოსამართლეთა კანდიდატების დამტკიცების პროცესში. მისი თქმით, სასამართლოს კარი, მხოლოდ მდიდრებისთვის იქნება ღია, რადგან, ღარიბი ადამიანის ფინანსები, ვერ გაწვდება სასამართლოში სარჩელის შეტანას და მათ მომსახურებას.

“დავით ჭიჭინაძე, მოსამართლეთა სიის დამტკიცებაში, არ მიიღებს მონაწილეობას. არ ვეთანხმები ამ სია ზოგადად, ამ უვადო რეფორმას. ამ მოსამართლეებს საზოგადოებრივი მხარდაჭერა არ გააჩნიათ. იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ცდილობს მათ ადგილი დაუმკვიდროს, არაფერ გამოუვა. იმიტომ, რომ ნებისმიერი დეპუტატი, რომელიც ამ სიას მხარს დაუჭერს, პასუხისმგებელი იქნება გადადგმულ ნაბიჯებზე. არის საუბარი, რომ პარლამენტმა დაამტკიცოს მოსამართლეთა ნაწილი და ნაწილი მომავალი პარლამენტის დასამტკიცებელი გახდეს. რეალურად ეს სასამართლო რეფორმა, არის მდიდრების სასამართლო რეფორმა. ღარიბ ადამიანებს ამ სასამართლოში არაფერი ესაქმებათ. იმდენად ძვირია დღეს სასამართლოში სარჩელის შეტანა და მომსახურება. სრული უპირატესობა გააჩნია მდიდარ ადამიანს,”- განაცხადა დავით ჭიჭინაძემ “მედიაცენტრ მთავარში”.

მსგავსი თემები