„დავით ასათიანი მალე უნდა წავიდეს“ – ადვოკატი „ადვოკატთა ასოციაციის” თავმჯდომარეზე

ადვოკატი პაატა შავაძე, რომლიც „ადვოკატთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ მისი „პოსტის“ გამო გააკრიტიკა, აცხადებს, რომ დავით ასათიანი უნდა წავიდეს.

„დავით ასათიანის მმართველობით გუნდში ჩემს ადგილს ვეღარ ვხედავ… რამოდენიმე დღის წინ მივიღე გადაწყვეტილება და რადიკალურ ოპოზიციაში ჩავდექი! ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის რომ ასოციაციაში ჩატარდეს ყველა რგოლის და მათ შორის თავმჯდომარის რიგგარეშე არჩევნები და კორპუსს სათავეში ჩაუდგეს ახალი და ღირსეული ხელმძღვანელი, სწორედ ისეთი, ვისაც ფავორიტები არ ეყოლება და ყველა ადვოკატის უფლება იქნება დაცული! ასათიანი რაც შეიძლება მალე უნდა წავიდეს და ასოციაციის ფინანსური საქმიანობა სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ძირფესვიანად უნდა შეისწავლოს! ასოციაცია გვეკუთვნის ყველა ადვოკატს და ვინმე იქ რაიმე ექსკლუზიური უფლებებით ვეღარ ისარგებლებს!“ – აცხადებს პაატა შავაძე.

შეგახსენებთ, რომ ასათიანსა და შავაძეს შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც შავაძემ თბილისის საკრებულოს წევრის, ილია ჯიშკარიანის თანაშემწე თამთა თოდაძე შეურაცხმყოფლად მოიხსენია. აღნიშნულის გამო, დავით ასათაინმა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე წერილი გამოაქვეყნა და მისი ქმედება დაგმო.   

მსგავსი თემები