„დავითი ანას ცემას არ აღიარებს, ის დაბრუნდა და გაქცევას არ აპირებს“ – ბაგრატიონების დაპირისპირება

საქართველოში დაბრუნებული დავით ბაგრატიონ-მუხრანელი შესაბამის სამართალდამცავ უწყებებთან თანამშრომლობაზე მზაობას აცხადებს. რაც შეეხება მის წინააღმდეგ აღძრულ სს საქმეს, ძალადობას კატეგორიულად გამორიცხავს.

„დავითი არ აღიარებს ქალბატონი ანას მიერ გაცხადებულ ფაქტს, რომ ადგილი ჰქონდა მისი მხრიდან ძალადობას. აღნიშნული დავა არის ხანდაზმული და უპერსპექტივო. მას 126 პრიმა მუხლით უკვე გავიდა ხანდაზმულობის ვადა“ – აღნიშნული განცხადება დავით ბაგრატიონის ადვოკატმა „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა.

მისივე თქმით, სწორედ ანა ბაგრატიონმა აუგორა დავით ბაგრატიონს ჭორი, თითქოს ის მართლმსაჯულებას გაექცა.

„ის აჟიოტაჟი, რომელიც მოწინააღმდეგე მხარემ ატეხა, რომ ჩემი მარწმუნებელი ემალება მართლმსაჯულებას, გაიქცა და მიატოვა ქვეყანა ეს არის ტყუილი. ეს დადასტურდა იმით, რომ იგი ჩამოვიდა საქართველოში, მას შემდეგ, რაც დედამისის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამასთან ერთად, მას ჰქონდა საოჯახო, პირადული საქმეებიც ესპანეთში და არამარტო ესპანეთში. ის მალე აპირებდა წასვლას ევროპაში, უბრალოდ დაჩქარებულად მოუწია წასვლა. ის არ აპირებს საქართველოს დატოვებას და ემიგრაციაში წასვლას და მაქსიმალურად დაიცავს თავის უფლებებს და ინტერესებს საქართველოში“ – განაცხადა ლევან ჩხეიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

მსგავსი თემები