დაბალპროცენტიანი სესხები, გრანტები და სხვა დახმარება მსოფლიო ბანკისგან კორონავირუსის წინააღმდეგ

მსოფლიო მასშტაბით „ახალი კორონავიუსის“ დასამარცხებლად მსოფლიო ბანკი აქტიურად ერთვება. მსოფლიო ბანკის გადაწყვეტილებით, განვითარებადი ქვეყნები დახმარების სახით 12 მილიარდ დოლარს მიიღებენ.

აღნიშნული საკითხთან დაკავშირებით მსოფლიო ბანკის ხელმძღვანელებმა გუშინ იმსჯელეს და დადებითი გადაწყვეტილება მიიღეს.

რაც შეეხება თანხის მიმართულებასა და პირობებს, როგორც საერთაშორისო მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, მთავარი მიმართულება ჯანდაცვა და ეკონომიკის სფერო იქნება.

დახმარების მიმღებ ქვეყნებს განვითარებადი ქვეყნები წარმოადგენენ, სადაც „ახალი კორონავირუსის“ საფრთხე მაღალია და თანხა გაიცემა დაბალპროცენტიანი სესხების, გრანტებისა და სხვა ტექნიკურ აღჭურვილობის სახით.

მსგავსი თემები