„დაავადება პროგრესირებს, დედაქალაქი განიტვირთა, თუმცა, სოფლის ბირჟებზე სიმჭიდროვეა“ – რა შემთხვევაში გამოცხადდება საყოველთაო კარანტინი?!  

საქართველოს ხელისუფლება ამ ეტაპისთვის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე კარანტინის გამოცხადებას არ ფიქროს, თუმცა, თუ რეკომენდაციები მკაცრად არ შესრულდება, ამ გადაწყვეტილების მიღებაც მოუწევთ.

როგორც პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, დედაქალაქი განიტვირთა, თუმცა, ბირჟებსა და მცირე ეზოებში სიმჭიდროვეა.

„უნდა დავიცვათ მითითებული რეკომენდაციები, რომ სახელმწიფო არ გახდეს იძულებული გამოიყენოს მასობრივი იზოლაციის მეთოდები სხვა რაიონებშიც. დაავადება პროგრესირებს და დაავადების გავრცელების არეალი თანდათანობით ფართოვდება. საიმედოა, რომ გვყავს 10 გამოჯანმრთელებული ადამიანი, თუმცა, ამავდროულად ვლინდება ახალი ეპიდემიოლოგიური მისამართები“ – აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.  

დეპუტატის ინფორმაციით, შევედით პრე.კრიზისულ ფაზაში, რომელსაც კრიზისული აუცილებლად მოჰყვება.

„გვჭირდება მეტი მობილიზება, კონცეტრაცია დ რეკომენდაციების მაღალ ხარისხში შესრულება.  კარანტინის საზღვრების გაფართოება  დამოკიდებულია  2 ფაქტორზე – თუ უარესობისკენ შეიცვალე ეპიდემიოლოგიური ვითარება და ასევე, საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა. დედაქალაქი  განიტვირთა, თუმცა,  სოფლის ბირჟებზე მოიმატა ადამიანთა კონცენტრაციამ, მოქალაქეთა რაოდენობამ., ასევე, მცირე ეზოებში შეინიშნება მოქალაქეთა სიმჭიდროვე, რაც ხიფათის შემცველია.  რეკომენდაციების შეუსრულებლობით ცეცხლს ვეთამაშებით. დავიცვათ საკუთარი ჯანმრთელობა და სხვასაც გავუფრთხილდეთ. შეიძლება, ჩვენ ვინმესთვის მსხვერპლის საბაბი გავხდეთ“, – აღნიშნა ხუნდაძემ.

მსგავსი თემები