გურჯაანში ქართული ყველისა და კულინარიის ფესტივალი გაიმართა

წელს პირველად, ქართული ყველისა და კულინარიის ფესტივალს გურჯაანმა უმასპინძლა. ღონისძიება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ხატია წილოსანმა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა, დავით სონღულაშვილმა გახსნეს.

„ქართული აგროსასურსათო პროდუქციის პოპულარიზაცია და ბაზარზე დამკვიდრება სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია. გურჯაანის ყველისა და კულინარიის ფესტივალი კარგი შესაძლებლობაა, როგორც ფერმერებისთვის წარუდგინონ და გააცნონ ფართო საზოგადოებას საკუთარი პროდუქცია და მიიღონ მეტი შემოსავალი, ისე რეგიონის განვითარებისთვის, რაც ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას უზრუნველყოფს“,- აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ხატია წილოსანმა.

როგორც გურჯაანის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა, დავით სონღულაშვილმა აღნიშნა, ფესტივალი რეგიონში კულინარიის, როგორც დარგის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს რეგიონში ტურიზმის განვითარებასაც.

ფესტივალზე წარმოდგენილი იყო 50-ზე მეტი სახეობის როგორც ტრადიციული, უძველესი რეცეპტებით დამზადებული ქართული ყველის სახეობები, ასევე საქართველოში წარმოებული ევროპული, ბრენდირებული ყველის ანალოგები. ფესტივალის სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ და შეეძინათ ქართული ყველი და ყველისგან წარმოებული პროდუქტი, სხვადასხვა სახეობის ქართული ღვინო, ნუგბარი და სხვა ადგილობრივი წარმოების პროდუქცია.

ფესტივალის ფარგლებში, ყველის მწარმოებლებმა და ქართველმა და უცხოელმა შეფმზარეულებმა ჩაატარეს მასტერკლასები, სადაც სტუმრებს ყველისა და კერძების მომზადების ტექნოლოგიები გააცნეს. გაიმართა ხინკლის მოხვევის შეჯიბრი, რომელშიც კულინარიული კონკურსის Bocuse d’Or ფინალისტები მონაწილეობდნენ.

საფესტივალო სივრცეში წარმოდგენილი იყო ეთნოკულინარიის სივრცე, სადაც სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსულმა კულინარებმა სტუმრებს მათი რეგიონის დამახასიათებელი და ტრადიციული კერძების მომზადების ტექნოლოგია გააცნეს.

ფესტივალის ფარგლებში, გაიმართა სხვადასხვა გასართობი აქტივობა ბავშვებისთვის, თემატური ფოტოების და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა. სტუმრების საზეიმო განწყობაზე ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლები და მომღერლები ზრუნავდნენ.

ღონისძიებას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, რესტორატორები, კულინარები, სომელიეები და ტურისტები ესწრებოდნენ.

ქართული ყველისა და კულინარიის ფესტივალი პროგრამის „ქართული აგროსასურსათო პროდუქციის პოპულარიზაცია“ ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებითა და მხარდაჭერით გაიმართა.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მსგავსი თემები

10 Thoughts to “გურჯაანში ქართული ყველისა და კულინარიის ფესტივალი გაიმართა”

  1. Hi there colleagues, its impressive paragraph on the topic of tutoringand completely explained, keep it up all the time.

  2. I was able to find good information from your blog articles.

  3. Hello! I could have sworn I’ve been to this website before but after
    browsing through some of the post I realized it’s new to me.
    Anyhow, I’m definitely glad I found it and I’ll be bookmarking and checking back often!

  4. This is my first time pay a quick visit at here and i am actually
    happy to read everthing at single place.

  5. Right here is the perfect blog for everyone who would like to understand this
    topic. You understand a whole lot its almost tough to
    argue with you (not that I actually will need to…HaHa).
    You certainly put a brand new spin on a topic that has been written about for years.

    Excellent stuff, just excellent!

  6. It’s amazing in support of me to have a web site, which is valuable
    designed for my knowledge. thanks admin

  7. Great post. I used to be checking continuously this blog and I’m
    impressed! Very helpful info particularly the remaining part :) I take care of such info
    much. I was seeking this particular info for a very long time.
    Thanks and good luck.

  8. Excellent web site you have here.. It’s difficult to find
    quality writing like yours these days. I truly appreciate
    individuals like you! Take care!!

  9. I really like your blog.. very nice colors & theme.
    Did you create this website yourself or did you hire someone to do it for you?
    Plz respond as I’m looking to construct my own blog and
    would like to find out where u got this from.

    many thanks

  10. It’s appropriate time to make some plans for the long run and it is time to be happy.
    I’ve learn this publish and if I may just I desire to recommend you
    some interesting things or advice. Maybe you can write next articles relating to this article.

    I want to read more issues approximately it!