გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირკოკში VI-VII საუკუნეების სამარხები აღმოაჩინეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირკოკში ორი სამარხი აღმოაჩინეს, რომელიც VI-VII საუკუნეებით თარიღდება. სპეციალისტებმა ბრინჯაოსგან დამზადებულ ბეჭდებსაც მიაკვლიეს.

შუა საუკუნეების სამარხები ერთ-ერთმა ადგილობრივმა სახლის ეზოში სამუშაოების დროს აღმოაჩინა და გურჯაანის მერიის ძეგლთა დაცვის სამსახურს შეატყობინა.

„აღმოჩნდა ბრინჯაოსაგან დამზადებული ბეჭდები, რომლებიც გადაეცემა შესანახად და გამოსაკვლევად გურჯაანის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ ფონდსაცავს. სამარხების აღმოჩენამ მთლიანად შეცვალა სოფელ ძირკოკის ისტორია. ირკვევა, რომ დღევანდელი სოფლის ტერიტორია ჯერ კიდევ ადრეული შუა საუკუნეებიდან ყოფილა დასახლებული“, – ამბობს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ძეგლთა დაცვის სამსახურის სპეციალისტი თამაზ მარკოზაშვილი.

მსგავსი თემები