გურამ დონაძე სასამართლო დარბაზში დააკავეს

ბუტა რობაქიძის მკვლელობასთან დაკავშირებით შსს ყოფილი 3 მარალჩინოსანი დააკავეს. გურამ დონაძეს, ზურა მიქაძესა და დავით იაშვილს ბორკილები სხდომათა დარბაზშივე დაადეს.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ბრალდებულები არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები: გურამ გონაძე, ირაკლი ფირცხალავა, ზურაბ მიქაძე, ზაზა ბაქრაძე და დავით იაშვილი. თბილისის საქალაქო სასამართლოში მათ დაკავებას ხმაური მოყვა. რაც სეეხება სასჯელის ზომას, გურამ დონაძეს პატიმრობა 5 წლითა და 3 თვის ვადით შეეფარდა. მას თანამდებობის დაკავება 2 წლით და 3 თვის ვადით აეკრძალა. დავით იაშვილის სასჯელი თავისუფელბის აღკვეთას 5 წლითა 3 თვით ითვალისწინებს. ზურაბ მიქაძის სასჯელი კი პატიმრობას 6 წლითა და 3 თვის ვადით. ასევე, უკრძალავს თანამდებობის დაკავებას 2 წლითა და 3 თვით. რაც შეეხება დანარცენ ბრალდებულებს, აირაკლი ფირცხალავას, რომელიც იყო დაკავებული, სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა 5 წლით და 3 თვის ვადით მიუსაჯეს; ზაზა ბაქრაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა და მას სასჯელის სახით განესაზღვრა პირობითი მსჯავრი 4 წლითა და 6 თვის ვადით, ასევე ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით. მას თანადებობის დაკავების უფლება 2 წლით შეეზღუდა.

მსგავსი თემები