გუგუტიანთკარში რუსი ოკუპანტები ისევ გამოჩნდნენ

გუგუტიანთკარში რუსი ოკუპანტები კვლავ გამოჩნდნენ. მათ ადგილზე ბოძები და სამშენებლო ტექნიკა მიიტანეს. ბორდერიზაციის პროცესი, სავარაუდოდ, დღესვე განახლდება. 

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარის სიახლოვეს საოკუპაციო ძალების მხრიდან ხელოვნური ბარიერების აღმართვის პროცესი 7 აგვისტოს დაიწყო. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, ღობეების აღმართვა შეჩერებული იყო.

ადგილზე იმყოფებიან ქართველი სამართალდამცველები. 

მსგავსი თემები