გრიპის ვირუსის სიმპტომების მქონე ბავშვები ბაღებში არ დაიშვებიან

გრიპის ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით, თბილისის საბავშვო ბაღებში საინფორმაციო კამპანია იწყება.

კამპანია, რომელიც სააღმზრდელო წლის განახლებასთან ერთად, 15 იანვარს დაიწყება, გულისხმობს მშობლებისთვის საინფორმაციო ფურცლების დარიგებას, რომლებზეც დატანებული იქნება ინფორმაცია გრიპის გავრცელების გზებისა და მისი პრევენციის შესახებ.

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის კახა გვანცელაძის განცხადებით, საბავშვო ბაღების აღმზრდელთა უმრავლესობას გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო აცრა ჩატარებული აქვს

მსგავსი თემები