გრიპის ვირუსზე გადაუდებელ ამბულატორიულ მკურნალობას სახელმწიფო თავის თავზე იღებს

საქართველოს მოქალაქეების გრიპით გაზრდილი ავადობის ფონზე,
გადაუდებელ ამბულატორიულ მკურნალობის თანადაფინანსებას სახელმწიფო საკუთარ თავზე იღებს.

როგორც ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო აცხადებს, გრიპის ვირუსით დაავადებული ადამიანების რაოდენობა მცირდება, თუმცა დაავადება საკუთრივ მძიმედ მიმდინარეობს. 

“ბოლო პერიოდის განმავლობაში, ჯანდაცვის სამინისტრო უფასოდ გასცემს სპეციალურ ანტივირუსულ პრეპარატებს რისკჯგუფებზე, როგორიც არის ორსულები, მელოგინეები, ასაკოვანი ადამიანები, ბავშვები, სოციალურად დაუცველები და ქრონიკული დაავადების მქონენი, თუმცა, მიუხედავად ამისა, ბოლო პერიოდში ნათელი გახდა, რომ სხვა ჯგუფებისთვის ამ მედიკამენტის შეძენა გარკვეულ ფინანსურ თუ რაიმე სხვა სახის ბარიერს წარმოადგენს”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

მისივე ინფორმაციით, სამუშაო პროცესში ჩართულია პრემიერ- მინისტრი, მამუკა ბახტაძე და  მისი გადაწყვეტილებით, ანტივირუსული პრეპარატი ხვალიდან, დღის პირველი ნახევრიდან,  სახელმწიფო სუფსიდირებით გაიცემა, ანუ მოქალაქეებისთვის უფასოდ. 

მსგავსი თემები

One Thought to “გრიპის ვირუსზე გადაუდებელ ამბულატორიულ მკურნალობას სახელმწიფო თავის თავზე იღებს”

  1. ეკატერინე

    სწორი გადაწყვეტილებაა!