გრიგოლ კაცია მეუფე პეტრეს სინანულისკენ და სტატუსის დაბრუნებისკენ მოუწოდებს

ჭყონდიდის ეპარქიის დროებითი მმართველი გრიგოლ კაცია მზადაა წალკაში დაბრუნდეს, ჭყონდიდის ეპარქია კი ისევ პეტრე ცაავას ჩააბაროს. მისი თქმით, ამისთვის საჭიროა, რომ მეუფე პეტრე საქართველოს პატრიარქს შეხვდეს და სინანულს მიმართოს.

„დღეს უძღები შვილის დღეა. მეუფე პეტრე მივიდეს პატრიარქთან და პატრიარქი დაუბრუნებს ხარისხს და დაბრუნდეს აქ, ეპარქიაში. მე მომხრე ვარ, დავბრუნდე  წალკაში“, – განაცხადა მეუფე გრიგოლ კაციამ.

მისივე თქმით, როგორც პატრიარქი იტყვის, ყველამ ისე უნდა იმოქმედოს.

შეგახსენებთ, რომ მეუფე პეტრე მღვდელმთავრობიდან გადააყენეს. წმინდა სინოდი მას სინანულისკენ მოუწოდებს. მეუფე პეტრე კი ფიქრობს, სინანულისთვის არაფერი ჩაუდენია, მხოლოდ ცოდვებს ამხელს.

მსგავსი თემები