გორის მაგისტრალთან ბენზინმზიდ ტრაილერში მამაკაცი ჩაიწვა

გორის ტრასაზე, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალზე უბედური შემტხვევა მოხდა. საწვავის გადამზიდ ტრაილერს გზაზე ცეცხლი წაეკიდა და აფეთქდა.

მძღოლმა მანქანიდან გადმოსვლა ვერ მოახერხა და მანქანაში ჩაიწვა.

მომხდარის გამო, გორის მიმართულებით მიმავალი ყველანაირი ტრანსპორტის მოძრაობა პარალიზებულია. სახანძრო ეკიპაჟები და პოლიცია ადგილზე მუშაობს. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ცეცხლის სხვა ტერიტორიაზე გავრცელების საფრთხე ამ დროისთვის არ არსებობს.

მსგავსი თემები