გლდანის რაიონის 7 სპორტული მოედანი ეწყობა

თბილისის ერთ-ერთ გარეუბანში, კერძოდ, გლდანის რაიონში, ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობისა და სპორტული სივრცეების აქტიურად განვითარების მიზნით, მუხიანის III მიკრორაინის N10-14 კორპუსებთან ახალი სპორტული მოედანი ეწყობა.

​როგორც მედიაცენტრს “მთავარს” თბილისის მერიაში განუცხადეს,​ სპორტული მოედნების მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოები გლდანის რაიონში ამ ეტაპზე, შვიდ მისამართზე მიმდინარეობს. ხუთ მისამართზე ახალი, კომბინირებული სპორტული მოედნები ეწყობა, ორ მისამართზე კი, უკვე არსებულის რეაბილიტაცია განხორციელდება. ორ მისამართზე უკვე მოეწყო კალათბურთის მოედნები, კერძოდ, I მკ/რ-ნის N20 – ა კორპუსთან და მუხიანში IV – ა მკ/რ-ნის N17 კორპუსთან.

​მიმდინარე და დასრულებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე ადგილზე გაეცნო.

მისი ინფორმაციით, გლდანის რაიონში, როგორც ინფრასტრუქტურული, ასევე, კეთილმოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, შესაბამისად, გლდანის გამგეობა ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის პროცესში აქტიურად არის ჩართული და ახალგაზრდებისთვის მეტი სპორტული სივრცის მოწყობას ცდილობს.

​სპორტული მოედნების მოწყობის სამუშაოები ივლისის ბოლოს დასრულდება. სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს „პე-ბე“ აწარმოებს.

მსგავსი თემები