გია ყანჩელის სახელი თბილისში ერთ-ერთ გეოგრაფიულ ობიექტს მიენიჭება

ლეგენდარული ქართველი კომპოზიტორის, გია ყანჩელის სახელი თბილისში ერთ-ერთ გეოგრაფიულ ობიექტს მიენიჭება.

თბილისის საკრებულოს განცხადებით, ობიექტის შერჩევისა და სახელდების პროცედურები კომპოზიტორის ოჯახისა და დაინტერესებული მოქალაქეების აზრის გათვალისწინებით განახორციელებდა.

ყველასათვის საყვარელი კომპოზიტორი 2 ოქტომბერს, 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. გია ყანჩელს 5 ოქტომბერს დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ. პანაშვიდები 3 და 4 ოქტომბერს თბილისში, ტოლსტონოგოვის #6 გაიმართება. დაკრძალვის დღეს გამოსვენება რუსთაველის თეატრიდან დღის ორ საათზე იქნება.

მსგავსი თემები