გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ლევან ვასაზე მჩაგვრელი არ არის

“დავინახე, რომ იყო მცდელობა ლევან ვასაძის დემონიზაციის. 40 წელი ერთად გავატარეთ და მას ცხოვრებაში არავინ დაუჩაგრავს, არავის წინააღმდეგ ბოროტება არ გაუკეთებია“, – აღნიშნული განცხადება, საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, ბიზნესმენ ლევან ვასაძის მიმართ გააკეთა. 

გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ, არსებული რეალობა, ქართული სახელმწიფოებრიობის, თავისუფლების წინააღმდეგ მიმართული შეტევაა.

„მე და ლევანი 10 წლიდან ერთად ვართ და დავინახე, რომ იყო მცდელობა ლევანის დემონიზაციის. 40 წელი ერთად გავატარეთ ცხოვრებაში და მას არავინ დაუჩაგრავს, არავის წინააღმდეგ ბოროტება არ გაუკეთებია. ჩვენ განსხვავებულ პოზიციაზე ვართ, ჩემთვის LGBTQ თემის დარდი ბოლომდე გასაგებია, მაგრამ მეორეს მხრივ, ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ თუ მოვახდენთ ერთმანეთის დემონიზაციას, ერთმანეთს დავარქმევთ კოშმარულ სახელებს, ერთნი გავაკეთებთ ამას ქრისტიანობის სახელით, როდესაც ქრისტიანობაში საერთოდ არაფერი წერია ამის შესახებ და მეორეები ამას გავაკეთებთ თავისუფლების, ლიბერალიზმის სახელით და შევეცდებით შევიზიზღოთ განსხვავებული – ზუსტად ერთი და იგივე მიმართულებით მიმავალი გზაა.  ჩემს მეგობრებს შორის არიან ორივე ბანაკის წარმომადგენლები, მარტო ლევანზე არ ვსაუბრობ და მაქვს მუდმივი მცდელობა დავანახო სხვა რეალობა, რომლის თაობაზეც შესაძლოა, მე უფრო მეტი ვიცი, ვიდრე მათ. ეს რეალობა არის თავიდან ბოლომდე, ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ შეტევა, რომელიც ამ ფორმატში ჯდება“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. 

მსგავსი თემები