გიორგი გოგლიჩიძე: „ზესტაფონი იყო, არის და დარჩება ურთიერთობის ქალაქად“

პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ შუალედურ არჩევნებში ზესტაფონის მერობის კანდიდატად გიორგი გოგლლიჩიძე წარადგინა.

ზესტაფონის მერობის კანდიდატმა ამომრჩევლის წინაშე გამოსვლისას მადლობა გადაუხადა „ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს ნდობისთვის და თანადგომა სთხოვა თანაქალაქელებს.

„მჯერა თითოეული თქვენგანის, ისევე დამიდგებით გვერდში, როგორც აქამდე,  ყველა იმ უსამართლობაში, რაც არ მოგვწონდა. ჩვენ ამისთვის ვართ ღია და მომართული, იმისთვის, რომ საქმე ვაკეთოთ. “ – განაცხადა გიორგი გოგლიჩიძემ.

ზეტაფონის მერობის კანდიდატმა ყურადღება გაამახვილა განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. აღნიშნა წინსვლა რეგიონის წყლით მომარაგებისა და გაზიფიცირების საქმეში.

„წყლისა და გაზიფიცირების პრობლემა მოვხსენით ტაბაკინში, კლდეთში, სადგურ სვირში. ძალიან მალე თქვენ თვითონ ნახავთ, რა შეუძლია გუნდს, რა შეუძლია ერთად დგომას. 19 მაისს თქვენი შემოხაზული ნომერი 41 ეს იქნება სიმშვიდის, სიკეთის, მეგობრული გარემოსი, ჯანსაღი ურთიერთობების ციფრი, რომელიც განამტკიცებს იმ ურთიერთობებს, რაც ზესტაფონს ტრადიციულად ჰქონდა. ზესტაფონი იყო ურთიერთობების ქალაქი , მე ასეთ ქალაქში გავიზარდე და მე მინდა ისევ იმ ზესტაფონში ვიცხოვროთ,“ – მიმართა ამომრჩეველს გოგლიჩიძემ

მსგავსი თემები