გიორგი გახარია მთავრობის წევრებს მოუწოდებს, საზოგადოების ყველა კითხვას უპასუხონ

„უნდა დავიცვათ საჯაროობის და „ტრანსფარენტობის“ მაღალი პრინციპი, რომლითაც ვხელმძღვანელობთ ჩვენი საქმიანობის ყოველდღიურ რეჟიმში“ – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა და მინისტრთა კაბინეტის წევრებს მოუწოდა, საზოგადოებას ყველა შეკითხვას გასცენ პასუხი.

„ბოლო თვეების განმავლობაში, ჩვენ ვცხოვრობთ და ვმუშაობთ, ვმოქმედებთ ყოველდღიურად, საგანგებო მდგომარების პირობებში და რა თქმა უნდა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ, ჩვენი კანონი გვაძლევს საშუალებას, გარკვეული დაშვებები საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულებების თვალსაზრისით, ასე თუ ისე, ეფექტურობის თვალსაზრისიდან გამომდინარე, დროში გადავდოთ, მაგრამ მე, თითოეულ თქვენგანს მინდა მოვუწოდო, რომ ჩვენ გვაქვს უკვე ის შესაძლებლობა, აღარ ვართ ფორსმაჟორში, ვმართავთ, როგორც ეპიდემიოლოგიურ მდგომაროებას და ვიწყებთ უკვე ეკონომიკის აღდგენის გეგმის განხორციელებას, თითოეულ თქვენგანს მინდა მოვუწოდო, საზოგადოების ყველა კითხვას, რომელიც შეეხება, როგორც საგანგებო მდგომაროების პირობებში მიღებულ გადაწყვეტილებებს, შეიძლება იყოს კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე საუბარი, ამა თუ იმ კომპანიას რატომ მიეცა ნებართვა და რატომ არ მიეცა სხვას, სხვადასხვა სახის შეკითხვები შეიძლება იყოს, რატომ ჩაიკეტა ეს ქალაქი და არ ჩაიკეტა სხვა, რატომ მივიღეთ ზოგ შემთხვევაში ჩვენი მოქალაქეებისთვის ერთი შეხედვით მკაცრი შეზღუდვები. თითოეულ თქვენგანს მინდა მოვუწოდო, აბსოლუტურად ღიად და “ტრანსფარენტულად”, ყველა ამ შეკითხვას, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ის, გავცეთ პასუხი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი თემები