“გიორგი გახარიას მიერ წარმოდგენილ კანდიდატურებსა და ცვლილებებს მხარდაჭერა ექნება”- გია ვოლსკი 

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, გია ვოლსკის განცხადებით, გიორგი გახარიას მიერ წარმოდგენილ კანდიდატებს და ცვლილებებს სრული მხარდაჭერა ექნება.

მისი თქმით, იმ ადამიანებს, რომლებიც გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ, კომპეტენტური პასუხი უნდა გაეცეს. 

“სამთავრობო აქტივობები და სამთავრობო სტრუქტურების საქმიანობა ინტენსიფიცირებული იქნება. თითოეული საჯარო მოხელის პასუხისმგებლობა გაცილებით გაზრდილი იქნება თითოეული ადამიანის, ჩვენი ამომრჩევლის მიმართ. ეს არის, რასაც ვგეგმავთ. საზოგადოების ამ ნაწილის გარდა, საზოგადოების სხვა ნაწილიც არსებობს, რომელიც ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს. რაც უნდა მცირე იყოს ადამიანების ის ჯგუფი, რომლებიც გახარიას გადადგომას ითხოვენ, იმათაც კომპეტენტური პასუხი უნდა გაეცეთ. გიორგი გახარიას ნდობა და მხარდაჭერა ექნება, მის წარმოდგენილ კანდიდატურებსა და ცვლილებებსაც მხარდაჭერა ექნება.”- განაცხადა გიორგი ვოლსკიმ. 

შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა პრემიერ-მინისტრის კანდიდატად შს მინისტრი გიორგი გახარია წარადგინა. ახალი პრემიერი კი მთავრობაში რამდენიმე ცვლილებას გეგმავს.

მსგავსი თემები