გიორგი გახარიას მთავრობაში ერთი ახალი ვიცე-პრემიერი იქნება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ახალ მინისტრთა კაბინეტში, ვიცე-პრემიერები, ინფრასტურუქტურის მინისტრი, მაია ცქიტიშვილი და იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი იქნებიან.

როგორც მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გიორგი გახარიამ აღნიშნა, ისინი გუნდის ძველი, გამოცდილი წევრები არიან და ეს ცვლილება გუნდს კიდევ უფრო გააძლიერებს. გიორგი გახარიამ ასევე წარმატებები უსურვა კაბინეტში დაბრუნებულ მინისტრებს – ვახტანგ გომელაურს და ირაკლი ღარიბაშვილს.

ამასთან, მთავრობის მეთაურის გადაწყვეტილებით, მთავრობის სხდომები  ყოველ ხუთშაბათს, 10:00 საათზე ჩატარდება.

„ჩვენი ძირითადი პრინციპები იქნება საქმის დროული, ეფექტიანი კეთება, კეთილსინდისიერება და რაც მთავარია, დისციპლინა. ასევე ჩვენი პრინციპი უნდა იყოს და იქნება ღიაობა და ჩვენ მაქსიმალური კომუნიკაცია უნდა ავაწყოთ ჩვენს მოქალაქეებთან, სამოქალაქო სექტორთან, ბიზნესთან. ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ პირველ რიგში, ახალგაზრდებზე, ბავშვებზე და ღვაწლმოსილ მოხუცებზე.“,- მიმართა პრემიერმა მინისტრთა კაბინეტის წევრებს.

მთავრობა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით დღეს პირველ სხდომაზე შეიკრიბა. მინისტრთა კაბინეტი დღის წესრიგით გათვალისწინებულ 11 საკითხს განიხილავს.

მსგავსი თემები