“გიგა ტატიაშვილი ფედერაციაში შემავალი არც ერთი საჭიდაო სტილის წარმომადგენელი არ არის” – ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

“გიგა ტატიაშვილი ფედერაციაში შემავალი არც ერთი საჭიდაო სტილის წარმომადგენელი არ არის”, – ამის შესახებ ნათქვამია ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის განცხადებაში.

ფედერაცია სთხოვს ყველას, მეტად ფრთხილები და ყურადღებიანები იყვნენ ინფორმაციის გავრცელებისას.

„ბოლო დღეებში, მასმედიაში რამდენიმეჯერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეში ფიგურირებს მოჭიდავე გიგა ტატიაშვილი. საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია აზუსტებს, რომ ტატიაშვილი არაა ჩვენს ფედერაციაში შემავალი არც ერთი საჭიდაო სტილის წარმომადგენელი და სთხოვს ყველას, მეტად ფრთხილები და ყურადღებიანები იყვნენ ინფორმაციის გავრცელებისას.

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია მწუხარებას გამოთქვამს საფეხბურთო კლუბ „საბურთალოს“ 19 წლის წევრის გარდაცვალების გამო და თანაგრძნობას უცხადებს გიორგი შაქარაშვილის ოჯახს და ახლობლებს“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 დაკავებულს შორის ერთ-ერთი ძიუდოისტი და ჭაბუკებს შორის ევროპის ჩემპიონი გიგა ტატიაშვილია.

მსგავსი თემები

5 Thoughts to ““გიგა ტატიაშვილი ფედერაციაში შემავალი არც ერთი საჭიდაო სტილის წარმომადგენელი არ არის” – ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია”

  1. Like!! Really appreciate you sharing this blog post.Really thank you! Keep writing.

  2. Hi there, after reading this amazing paragraph i am as well delighted to share my knowledge here with friends.

  3. SMS

    bookmarked!!, I like your blog!