გია ყანჩელი რუსთაველის თეატრიდან აპლოდისმენტების ფონზე გამოასვენეს

ლეგენდარული ქართველო კომპოზიტორი, გია ყანჩელი რუსთაველის თეატრიდან აპლოდისმენტების ფონზე გამოასვენეს.

სამოქალაქო პანაშვიდზე საზოგადოება სიმბოლურად ყვითელი ფოთლებით მივიდა. მსოფლიოში ცნობილ ქართველ კომპოზიტორს, საკუთარი სურვილის თანახმად, დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ. 

გენიალურ კომპოზიტორთან გამოსამშვიდობებლად სამოქალაქო საზოგადოება, ცნობილი სახეები, პოლიტიკოსები და მთავრობის წევრები მივიდნენ.

გია ყანჩელი 84 წლის ასაკში 2 ოქტომბერს გარდაიცვალა.

მსგავსი თემები