„გვაქვს საკმაოზე მეტი მტკიცებულებები, ეკლესიის შიგნით უდნა მოხდეს მსჯელობა, დღეს თუ ხვალ, ამოხეთქავს“ – მღვდელ მონაზონი

„წმინდა სინოდზე ერთპიროვნული გადაწყვეტილებები უფრო ჭარბობს, ვიდრე საეკლესიო კანონიკა“ – აცხადებს მღვდელ-მონაზონი ანდრია სარია და უმძიმესი ცოდვების მხილების იგნორირებაზე ამახვილებს ყურადღებას. როგორც მამა ანდრიამ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა,  არაერთი მტკიცებულება არსებობს, რომელიც მაღალ სასულიერო იერარქიაში სოდომური ცოდვის არსებობას ადასტურებს, თუმცა, ამ ცოდვების ეკლესიის გარეთ მსჯელობა იმიტომ ხდება, რომ ეკლესია დუმს.

„წერილში, რომელიც საპატრიარქოში ჯერ კიდევ 1982 წელს გაიგზავნა,  საუბარია ეპისკოპოსებზე და ერთ დაბალი რანგის სასულიერო პირზე, რომლებიც სოდომური ცოდვით არიან შეპყრობილები. არსებობს სხვა წერილებიც და შეიძლება ითქვას, პირადი დღიურიც კი არსებობს ამ სასულიერო პირებზე. მრავალ ასეთ სასულიერო პირზეა საუბარი.  აქ, მთავარი საკითხი არის ის, რომ დაუსჯელობა თავიდან მოდიოდა, არ განიხილებოდა ეს საკითხები და როცა არ განიხილება უკვე პრობლემატურიც ხდება. ჩვენთვის მთავარი მიზანია, რომ ეკლესიის შიგნით ეს დაუსჯელობის მომენტი არ იყოს ამ ცოდვასთან მიმართებაში“ – განაცხადა მამა ანდრია სარიამ „მედიაცენტრ მთავარში“.

მისივე შეფასებით, როდესაც ამ ცოდვის ჩაფარცხვის მცდელობაა, რომ ეკლესიის შიგნით არ მოგვარდეს ეს თემა, ამიტომაც უწევს  ღიად საუბარი: „ჩვენ არ მივცემთ მოსვენებას სანამ ეს საკითხები ბოლომდე არ მოგვარდება. სახელ და გვარს, ტიტულს არ დავასახელებ შეგნებულად.  გვაქვს საკმაოზე მეტი მტკიცებულებები. ამიტომაც ვამბობ, რომ ეკლესიის შიგნით უდნა მოხდეს მსჯელობა. რაც არ უნდა ვფუთოთ და ვმალოთ, ეს პრობლემატური საკითხია და დღეს თუ ხვალ, მაინც ამოხეთქავდა“.

როგორც მღვდელ-მონაზონმა „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა, ამ ცოდვის შესახებ ასობით სასულიერო პირმა იცის.

„არა მხოლოდ მეუფე პეტრეს და ჩემთვის არის ცნობილი ეს, არამედ, ასეულობით სასულიერო პირებისთვის არის ცნობილი და კარგად იციან რომ ეს ცოდვა ბუდობს არამხოლოდ 10 და 5, არამედ, ათეულობით ადამიანია ამ ცოდვის მსხვერპლი და ამ ცოდვის მოქმედი. ჩვენთვის მთავარია, პირველი ვინც არის ამის ინსპირატორი და წყარო, სწორედ იქ მოხდეს ამის მხილება.  ხელის დაფარება არ უნდა ხდებოდეს. დაუსჯელობა შობს, ეპიდემიას. ეპიდემიასავით იქნება, რომელიც მოედება მთელ ეკლესიას და ეკლესიის ორგანოს“ – განაცხადა მამა ანდრიამ „მედიაცენტრ მთავარში“.

მსგავსი თემები

4 Thoughts to “„გვაქვს საკმაოზე მეტი მტკიცებულებები, ეკლესიის შიგნით უდნა მოხდეს მსჯელობა, დღეს თუ ხვალ, ამოხეთქავს“ – მღვდელ მონაზონი”

  1. Keep up the helpful work and delivering in the group!|

  2. trabalho espiritual quimbanda

  3. inbound marketing tradutor