გერმანიაში, პანკისის მკვიდრის მკვლელობის ბრალდებით, რუსეთის მოქალაქე დააკავეს

ბერლინის პროკურატურის ინფორმაციით, გერმანიაში პანკისის ხეობის მკვიდრის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის ბრალდებით რუსეთის მოქალაქე დააკავეს.

უწყების ცნობით, საქართველოს 40 წლის მოქალაქის მკვლელობის ბრალდებით რუსეთის 48 წლის მოქალაქეა დაკავებული. ამოღებულია მკვლელობის იარაღი და ველოსიპედი, რომლითაც ეჭვმიტანილი შემთხვევის ადგილიდან მიმალვას ცდილობდა. დაკავებული რუსეთის მოქალაქის მიმართ პროკურატურამ პატიმრობა მოითხოვა.

ხანგოშვილს ცეცხლსასროლი იარაღიდან თავის არეში სასიკვდილო ჭრილობა ველოსიპედით გამვლელმა იმ დროს მიაყენა, როცა ის პარასკევის ლოცვაზე მეჩეთში მიდიოდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით ინფორმაციის დეტალებს გერმანელ სამართალდამცავებთან გერმანიაში საქართველოს საკონსულო არკვევს.

მსგავსი თემები