გერმანიაში თავშესაფრის მაძიებლები ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ

გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელთა სპეციალურ პუნქტში მცხოვრებ ქართველ და სუდანელ მოქალაქეებს შორის დაპირისპირება  ქართველების დაშავებით დასრულდა.   ქალაქ აიზენჰიუტენშტადტში  მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების შედეგად დაშავებული 4 ქართველი საავადმყოფოში მკურნალობს. ამ ეტაპზე მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

“მოხდა ინციდენტი, რომლის შედეგადაც საქართველოს 4 მოქალაქე დაშავდა. დაპირისპირება  საქართველოს 29 წლის მოქალაქესა და სუდანის 18 წლის მოქალაქეს შორის, რომელიც მასობრივ არეულობასა და მასობრივ ჩხუბში გადაიზარდა. შედეგად დაკავებულია აფრიკული წარმოშობის 8 მოქალაქე. რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებს, 4 დაშავებული საავადმყოფოში იყო გადაყვანილი, მათგან სამი უკვე გამოწერეს, ხოლო ერთი რჩება საავდმყოფოში და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. არანაირი გარდაცვალება არ დაფიქსირებულა“, – აცხადებს  გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებული ლევან დიასამიძემ.

გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირებას საქართველოს ერთი მოქალაქე შეეწირა. აღნიშნულ ინფორმაციას ლევან დიასამიძე არ ადასტურებს.

მსგავსი თემები